პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმა ყიფშიძის ქუჩის პირველ ნომერში კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.
მათი თქმით, მშენებლობის გარშემო მცხოვრებ ოჯახებს უჰაერო და დაბინძურებულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება.
მათივე თქმით, ყიფშიძეზე მიმდინარე მშენებლობით 190 დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, თუმცა ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხების გაუთვალისწინებლობის გამო, დამატებით, ამ ქუჩაზე უკვე მცხოვრები სხვა ოჯახები დაზარალდებიან.