თბილისის მერმა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მეტოქეებთან დაკავშირებით, ყველას თანასწორ პატივს სცემს. კახა კალაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია და მომდევნო 4 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
"რაც შეეხება მეტოქეებს, 16-მდე ადამიანმა დააყენა თავი მერობის კანდიდატად. მე აბსოლუტურად ყველას ვცემ პატივს, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა რამდენად აცდენილები არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისგან, რადგან ისინი არიან კანდიდატები, ყველას აქვს ჩემი პატივისცემა.
რაც შეეხება კონკურენტს უშუალოდ ჩემთან მიმართებაში, მე ვიტყოდი, რომ დღეს, ამას ტრაბახით არ ვამბობ, გულწრფელად გეუბნებით, ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული პრობლემები ქალაქის, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.