17 ოქტომბერი 2021,   10:18
ვრცლად
დებატებში დავუჯდები ყველას, არა მხოლოდ გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას - კახა კალაძე

დაუჯდება თუ არა კახა კალაძე დებატებში თბილისის მერობის კანდიდატებს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას - "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ ის მზადაა არათუ ამ ორ კანდიდატთან, არამედ ყველა სხვა კანდიდატთან იდებატოს პირდაპირ ეთერში. 

მისივე თქმით, აუცილებელია პოლიტიკოსებმა ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ. 

"რატომ ორ ადამიანს? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან თუ სხვა კანდიდატებისგან. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. კახა კალაძე დაუჯდება ყველას, ამის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები. არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან და, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან. ასე რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ ვიდებატო და ეს იხილოს საზოგადოებამ,"-აღნიშნა კახა კალაძემ. 

დღის ამბები