16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივებთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები განიხილა და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე იმსჯელა.

მოსახლეობასთან შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელთა განხორციელება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

დღის ამბები