საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტების კრიტიკას, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით პასუხობს და უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც პრემიერ მინისტრი ამბობს, მაჩვენებელი 10 ათასით გაიზარდა.
"მუდმივად მიმდინარეობს აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ა.შ. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს მაჩვენებელი 10 ათასითაა გაზრდილი. მცირედია ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.