06 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
გახარია სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" ბუნებრივი მოკავშირეა, ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისში მე-2 ტური ჩატარდეს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთის მოკავშირეებად მოიაზრებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელწერა მათ შორის იდენტურია. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი გახარიას მიზანია თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისში მე-2 ტური ჩტარდეს.

"შეხედეთ გახარიას ხელწერას და შეხედეთ "ნაცმოძრაობის" და მათი ლიდერების, მათ შორის "მთავარი არხი" და "ტვ პირველის" კამპანიას. ბუნებრივი მოკავშირეა გახარია სააკაშვილის და ნაცმოძრაობის. ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს. უყურეთ რა ხდება და როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში. კაცი რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები