16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
პარტია - "დროას" წევრ ბათუ ქუთელიას პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს

პარტია - "დროას" წევრ ბათუ ქუთელიას, ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად, პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.

როგორც ქუთელია აცხადებს ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმეა კორონავირუსით გამოწვეული სტატისტიკა, სწორედ ამიტომ მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გასცეს პასუხი იმ ფუნდამენტურ შეკითხვებს, რომლებიც პანდემიის მართვას უკავშირდება.

შეკთხვები ეხება ქვეყანაში არსებულ ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობასა და გამოყენების დონეს, ასევე ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობასა და მათი მარაგის ამოწურვის პერიოდს. ასევე ქუთელიამ ისაუბრა იმ მედიკამენტების პრობლემაზე, რომელთა ფასიც იზრდება.

პარტია "დროას" წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები გამჭვირვალე უნდა იყოს და ყველა შეკითხვას გაეცეს სათანადო პასუხი.

დღის ამბები