საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თეთრა მღვიმეში იმყოფებოდა. თეთრა მღვიმე წყალტუბოს ახალი ტურისტული ლოკაციაა, რომელიც 2021 წელს გაიხსნა. მღვიმეში, რომელიც ნაღვენთებით არის ცნობილი, მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ღვინის დაძველებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი.
აქვე დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა. კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა.
მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.