16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო - გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საკითხი ღიად რჩება

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. პირველი მოსმენით დეპუტატები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნების 2 %-იანი ბარიერის საკითხს და პარლამენტში 7-ის ნაცვლად 4 წევრიანი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით კი საკითხი ღიად რჩება - ვინაიდან შემოთავაზებული წესი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ხვალ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატები ხვალინდელ სხდომას უნდა დაელოდონ და დასაბუთებული არგუმენტები სესიაზე მოისმინონ.

ოპოზიციურ პარტიებში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პოზიცია არ არსებობს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევის წესი, რომელიც იყო შეთავაზებული, მათთვის მიუღებელი იყო. ისინი მიესალმებიან, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დროს ეს საკითხი გათვალისწინებული არ იქნება.

ოპოზიციის ნაწილისთვის კი ახლა მნიშვნელოვანი 2 %-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნების წესის განსაზღვრაა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის განხილვა კი მომავალში უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები