თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიიდან, მიხეილ ქუმსიშვილი მზად არის კახა კალაძის გამოწვევა მიიღოს, თუმცა ის საკუთარ პირობასაც ასახელებს.
"მე მზად ვარ მივიღო კალაძის ეს გამოწვევა, თუ შემდეგ თავადაც მიიღებს ჩემს გამოწვევას და ნარკოტესტის შემდეგ ერთად გავივლით ტესტს კორუფციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უბრალოდ ჩავთვლი, რომ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ კახი კალაძემ გაუსვას ხაზი საკუთარ სპორტსმენობას და მე კი შევახსენებ, რომ სპორტსმენების ადგილი არის სპორტში, ხოლო პოლიტიკაში არის პოლიტიკოსების ადგილი," - აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, კახა კალაძე, რომელმაც ნარკოტესტი ჩააბარა, კონკურენტებს იმავეს მოუწოდებს. "სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის" - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ ისაუბრა.