"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს ურჩევს, რომ ნარკოტესტის ინიციატივა საკუთარ გუნდში ჩაატაროს.
"მე კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა "ქართულ ოცნებაში" ჩაეტარებინა და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით.
მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ მაგალითი მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძე, რომელმაც ნარკოტესტი ჩააბარა, კონკურენტებს იმავეს მოუწოდებს. "სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის" - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ ისაუბრა.