16 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
კახა კალაძემ დაინახა საფრთხე თავისი წარმატებისა, ახლა სხვადასხვა პოპულისტური ნაბიჯებით არის დაკავებული - გიორგი ბოტკოველი კალაძის ინიციატივაზე ნარკოტესტთან დაკავშირებით 

გაიკეთებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ნიკა მელია ნარკოტესტს - კახა კალაძის მოწოდებას "ნაციონალურ მოძრაობაში" პოპულისტურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ენმ ყველა ვალდებულებას ასრულებს, რასაც კანონი კანდიდატს ავალდებულებს. 

"ეს თვითონ ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ეს პოპულიზმის პიკია. ამით რას ამბობს კახა კალაძე, ვერ ვხვდები. თუ რომელიმე კანდიდატს გულისხმობს, პირდაპირ დაასახელოს.

კანონი რასაც ავალდებულებს ნებისმიერ კანდიდატს, უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, თუმცა კალაძის ეს პოპულისტური ნაბიჯი გაუგებარია. მას ყოველდღე შეუძლია იტაროს ნარკოტესტი, სრული უფლება აქვს საკუთარ თავზე რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ კანონით განსაზღვრული ვალდებულება ყველა კანიდატს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის", უკვე შესრულებულია. როცა კახა კალაძემ დაინახა საფრთხე თავისი წარმატებისა, ახლა სხვადასხვა პოპულისტური ნაბიჯით არის დაკავებული," - განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ბოტკოველმა. 

დღის ამბები