16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
სააკაშვილს სრული უფლება აქვს დაბრუნდეს სამშობლოში, იმ ქვეყანაში, რომლის განვითარებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ახლა პარტია და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების მოლოდინშია. ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება დაბრუნდეს სამშობლოში, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

"მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს სამშობლოში, იმ ქვეყანაში, რომლის განვითარებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მიხეილ სააკაშვილის როლი, 2003-2012 წლებში, ამ ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან დიდი და მას აქვს სრული უფლება დაბრუნდეს და მისი გადაწყვეტილება როგორიც იქნება, ჩვენთვის იქნება მისაღები,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი ბოტკოველმა.

 

დღის ამბები