16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
1 წლის ვადით თანამდებობის პირის არჩევა მისი დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით არის ძალიან დაბალი - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პროკურორის არჩევის არსებული წესი, რომელიც არის მოცემული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის და პოლიტიკურად არარეალიზებადია.

"პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩვენ გავაჟღერეთ კიდევ ერთხელ არგუმენტები, რომ ის არსებული მოდელი, რომელიც არის ჩანაწერის სახით დღეს მოცემული ამ ცვლილებებში, შექმნის სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემებს და პოლიტიკურად არის არარეალიზებადი.

აქედან გამომდინარე დავასახელეთ კონკრეტული არგუმენტები და გითხარით, რომ 1 წლის ვადით თანამდებობის პირის არჩევა მისი დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით არის ძალიან დაბალი, ანუ დამოუკიდებლობა ექნება ძალიან დაბალი და რა სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას - დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე არჩეული თანამდებობის პირი თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფსა თუ ჯგუფებზე დამოკიდებული 1 წლის ვადით არჩეული გენერალური პროკურორი?

დღეს კომიტეტის სხდომაზე იმ დათქმით დავუჭირეთ მხარი ჩვენ ამ საკითხს, რომ ხვალ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და ხვალ პლენარული სხდომა გადაწყვეტს, ეს ჩანაწერი ამ ფორმით დარჩება თუ აღარ იქნება პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემთხვევაში ეს საკითხი ამ კანონპროექტში," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები