16 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ეს პიროვნება სარგებლობს მსჯავრდებულის სტატუსით და გადაყვანილ იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე

რა პოზიცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში ჩამოვიდეს - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ის გადაყვანილ იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"ჩვენთვის არ არის საინტერესო ამ ადამიანის ნაბიჯები. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს გადაწყვეტილებით. არსებობს კონკრეტული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ეს პიროვნება სარგებლობს მსჯავრდებულის სტატუსით და შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდება მის მიმართ შესაბამისი წესების დაცვის აღსრულება.

ამიტომ, ჭორაობაში ჩვენ ვერ შევალთ, ეს ადამიანი რას ფიქრობს არაერთხელ გვინახავს ხომ, 10 წელია დაახლოებით ამას ვისმენთ და ეს ადამიანი ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს.

თუ კარგი საქმეები აქვს გაკეთებული და თუ რეიტინგული ფიგურაა, ამ 10 წლის განმავლობაში რაში სჭირდებოდა ამდენი ტყუილი, რომ ჩამოდიოდა და რეალურად არც აპირებდა როგორც ჩანს ჩამოსვლას.

ეს ადამიანი გადაყვანილ იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები