16 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
საჩუქარი, რომელიც დღეს სააკაშვილმა გაგვიკეთა დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება მმართველი გუნდის რეიტინგზე დადებითად აისახება.

ირაკლი კობახიძეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს. 

"ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ მაინც უნიკალურია, დაახლოებით, 7%-იანი მაინც შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა. რა თქმა უნდა, არასერიოზულია, ეს უკვე მე-7 ანონსია მისი მხრიდან გაკეთებული, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და, ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები