20 ოქტომბერი 2021,   07:09
ვრცლად
"პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია" - რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" ეთერში ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა:

"პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია - ბიძინა ივანიშვილს მე ვთვლი და ჩემით ვაღიარებ მის დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც. ეს არის ის ფასეულობები, რითიც მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში, იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ,"- თქვა ყოფილმა პრემიერმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

დღის ამბები