16 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც გარისკავს ასე, შემოვა საქართველოში და მზად იქნება რომ ციხეში ჩაჯდეს - იაგო ხვიჩია 

პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგ ჯერზე დაანონსებულ საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება. როგორც "დღის კურიერში" იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, არ სჯერ იმის, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში ჩამოვა და ციხეში მოხვედრის რისკზე წავა.  

"მე ზოგადად მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს არ დადგამს. მე ეს არ მჯერა, მაგრამ რომ მოხდეს სასწაული და ხვალ რომ ჩამოფრინდეს მიხეილ სააკაშვილი და გავიგოთ, რომ აეროპორტშია, ცხადია რაღაც შეიცვლება და ამას რაღაც გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესზე. მაგრამ, მე უბრალოდ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც გარისკავს ასე, შემოვა საქართველოში, მზად იქნება იმისთვის, რომ ციხეში ჩაჯდეს და ასე პრინციპულად იომოს საკუთარი მიზნისთვის.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს უკვე მოხდა 10-ზე მეტჯერ და ვიცით, რომ ამდენჯერვე აწყობდა "ქართულ ოცნებას". მე-13-ჯერ რომ ხდება ახლა რაღაც ამბავი, მე მგონია, რომ ეს იგივე თამაშია, რასაც მე ვეძახი "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებულ თამაშს, რომ ფიზიკურად სხვა არავინ არ გაჩნდეს ამათ გარდა ამ ქვეყანაში და იყოს ეს დაუსრულებელი მიშა-ბიძინა,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები