რას შეცვლის მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკური თვალსაზრისით და შესაძლოა თუ არა, რომ მესამე პრეზიდენტი მართლაც დაბრუნდეს საქართველოში - ამ საკითხებზე, პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, მზად არის თუ არა აღმოჩნდეს საპყრობილეში.
"არაფერს არ ველოდები ჯერ, მრავალჯერ გვაქვს მისი მხრიდან მსგავსი განცხადება მოსმენილი. საერთოდ არ არის ჩემთვის ეს თემა აქტუალური. აჯობებს მის ჩამოსვლას დაველოდოთ და შემდეგ ვისაუბროთ თუ რას შეცვლის ქვეყანაში მისი ჩამოსვლა.
მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, თუ ის მზად არის წავიდეს იმ რისკზე, რომ აღმოჩნდება საპყრობილეში ან თუ იმედი აქვს, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ მისი გადასაწყვეტია ყველაფერი. დღეს ეს არჩევნები არ არის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დააანონსა, რომ არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა.