16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
არ ველოდები მის ჩამოსვლას, ვინც ელოდება მათ რომ ატყუებს ამდენი წელია, ეს არის სამწუხარო - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არ ენდობა და ამას არც ელოდება. 

ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"არ ველოდები მის ჩამოსვლას, ვინც ელოდება მათ რომ ატყუებს ამდენი წელია, ეს არის სამწუხარო. მათთვის ეს იმედგამაცრუებელია. არ მგონია მისმა დაბრუნებამ რაიმე გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ვითარებაზე.

ვიცით, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ქართულმა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური განაჩენი 2012 წელს გამოუტანა. სამწუხაროდ ის მხარდაჭერა რაც მათ აქვთ, პოლიტიკურად აცოცხლებთ, ჩვენი ვალია, რომ გავმიჯნოთ რა შედეგები მოგვიტანა მათმა მმართველობამ. ამის ახსნაა ინტენსიურად საზოგადოებისთვის საჭირო. თუკი სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდება, მისი მსჯავრის აღსრულება მოხდება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

დღის ამბები