პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე "დროას", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები იმყოფებიან.
როგორც "დროას" წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.