16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"ლელოში" საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ისევ გააპროტესტეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებზე, ისაუბრა "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის"
მედეა მეტრეველის თქმით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები და ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვამ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები განსაკუთრებულად დააზარალა.

"ძალიან მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, უტრანსპორტობა, რომელიც მათთვის დამატებით საჭიროებებს აჩენს ამ პერიოდის განმავლობაში და როდესაც ხელისუფლება იღებდა ამ გადაწყვეტილებას უნდა გახსენებოდა ეს ადამიანები," - ამბობს მედეა მეტრეველი. 

შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან კვლავ აღდგება.

დღის ამბები