16 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
თუ "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება - შალვა ნათელაშვილი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან აღდგება, თუმცა "ლეიბორისტულ პარტიაში" კვლავ, ამ დრომდე მოქმედი შეზღუდვის ხარვეზზე საუბრობენ. 

პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ბრძოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება.

"ლეიბორისტული პარტიის მიერ დაწყებული ბრძოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია. ორშაბათიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს განკარგულებაშია. არჩევნების შემდეგ, თუ თქვენი ნებით "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო," - შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები