"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5%-იანი ბარიერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო, თავის დროზე, მსგავსი გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა.
1%-იც, რომ ავიღოთ ამ არჩევნებზე, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. მეორე, სააკაშვილი, რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, მესამე, ქუჩაში გამოხვალთ - შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ზოგადად, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული 5%-იანი ბარიერი. ჩვენ თავის დროზე, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 5%-იანი ბარიერის სასარგებლოდ, რომ ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და ყველაზე მეტად უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.