16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
აქციის ფონზე მიღებული ამნისტიის კანონპროექტი - 20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს სისხლის სამათლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ

დღეს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა "ამნისტიის შესახებ" კანონს, რომლის პირველი მოსმენა ჯერ კიდევ სამი თვის წინ შედგა. "ამნისტიამ" დღეს 79 ხმა მიიღო. ყველა ხმა "ქართული ოცნებისაა", ისევე, როგორც თავად პროექტი.

პარლამენტმა ოპოზიციის ალტერნატიული პროექტები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩააგდო.

ამრიგად, დღეიდან ყველა ის პირი, ვინც მსჯავრდებული ან ბრალდებულია 20 ივნისის მოვლენებზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობის პროექტი პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ პასუხობს. პარტიები, რომლებსაც ამნისტიის საკუთარი ვარიანტიც ჰქონდათ მომზადებული, აცხადებენ, რომ მიღებული აქტი მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტის გარეთ გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ამნისტიის საკითხს შენობის გარეთ "დროას", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები აპროტესტებდნენ. ისინი ადგილზე წარწერის გაკეთებასაც, ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცველებთან მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტირებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი ოფიციალურად შევა ძალაში და ის, მინიმუმ, წინააღმდეგობას არ დააფიქსირებს საკუთარ ამნისტირებასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები