თბილისის მერი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - დღეს მერობის კანდიდატი კახა კალაძე და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
მმართველი გუნდის კანდიდატებმა ადგილობრივების მოთხოვნები მოისმინეს. კახა კალაძემ მთაწმინდის ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ დაჰპირდა, რომ მერია ავარიული შენობებს გაარემონტებს და დაუკანონებელი ქონების საკუთრებაშიც გადაცემაც ეტაპობრივად მოგვარდება.