"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ არეულობისთვის ემზადება.
მისივე შეფასებით, არჩევნების მე-2 ტური მხოლოდ 10-15 მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი.
"ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, იმისათვის, რომ სცადონ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება, რითაც დაღალეს ეს საზოგადოება, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ.
მე-2 ტურებს, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი - 63 რეგიონული მუნიციპალიტეტიდან 51-ში, მთლიანობაში დაყენებულია 4 ან ნაკლები კანდიდატი, რაც ამცირებს მეორე ტურების ალბათობას. შესაბამისად, ბევრი მეორე ტური ამის გამო ალბათ არ იქნება, თუმცა, შეიძლება 10-15 მუნიციპალიტეტში იყოს, რაც არის დემოკრატიული პროცესი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.