"მე-3 ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა გლდანში, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაზე ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.
კანდიდატებმა მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.