16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ერთ წელში საქართველოში სავაჭრო ქალაქი - "აუთლეტ ვილიჯი" გაიხსნება

საქართველოს სავაჭრო ქალაქი ექნება - თბილისში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონში ასეთი პროექტი ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 70 მილიონია და ეს პირდაპირი ინვესტიციაა.

"ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს.

"კომპანია "დომუსი" ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონია. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2000 ადამიანი დასაქმდება, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან ძალიან ცნობილი ბრენდი კომპანიები, ესპანური კომპანია, რომელიც არის მადრიდის და ბარსელონას "აუტლეტ ვილიჯების" მფლობელი. ამას გარდა, ამერიკული ცნობილი კომპანია, რომელიც ტოპ ათეულში შედის, მენეჯმენტში იქნება ჩართული. მთავრობა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს და პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული. ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ დააზარალა ტურიზმის სექტორი და ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. გვაქვს 12%-იანი ზრდა და ის სიგნალი, იმპულსები, რაც მომდინარეობს ბიზნესისგან, არის საიმედო," - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელს "ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი" 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პირველ ფაზას დაასრულებს. "კომპანია "დომუსი" აღნიშნულ პროექტში "თიბისი" ბანკის მხარდაჭერით 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში აშენდება 12 500 კვ.მ კომერციული სივრცე, სადაც 70 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება, ხოლო მეორე ფაზაში დაემატება 7 500 კვ.მ (40 ახალი ბრენდი).

ჯამში პროექტი 20 000 კვადრატში 110 ბრენდის განთავსებას შეძლებს. ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტმენეჯმენტ კომპანია "TORG International".

"აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი.

 

დღის ამბები