გიორგი გახარიას პარტიის წევრები რეგიონებში პარტიულ თანამდებობას და საარჩევნო სიას ტოვებენ. დღეს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ყაზბეგში გიორგი ხუხელიძემ.
მან საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. პარტიიდან წასულები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება.