16 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი უფასო ტრანსპორტის შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობას უფასო განათლებასა და ჯანდაცვას ჰპირდება

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თბილისის ათივე ოლქში "ლეიბორისტულ პარტიას" დამოუკიდებლად ეყოლება კანდიდატები.

შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე რომ გადავიდეს, ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ერთადერთ ოპოზიციურ ძალას, "ლეიბორისტულ პარტიას".

"ტრანსპორტი, ვიმეორებ, მუნიციპალური იქნება უფასო, უმაღლესი განათლება, ვიმეორებ, იქნება უფასო, ჯანდაცვა იქნება უფასო და თავისი ნიჭით დაწინაურდება თბილისში ხალხი. ეს არის ჩვენი სიჭაბუკის გუნდი, რომლებიც არ მოიპარავენ, არ მოგატყუებენ, არ მიგატოვებენ, ყოველდღე მათთვის გათენდება თქვენზე ზრუნვით და დაღამდება თქვენზე ზრუნვით, დანარჩენი მერე ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები