02 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა მხარდამჭერებს პარტიის ანტიკორუფციული სქემა გააცნო

"ევროპული საქართველოს" და ოპოზიციის შეთანხმებულმა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა კახიძის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას გიორგი ნონიაშვილმა "ევროპული საქართველოს" ანტიკორუფციულ სქემაზე ისაუბრა და კორუფციის დაძლევის ხერხები განიხილა.

"ყოველდღიურად ვცდილობთ შეხვედრები გავაკეთოთ სხვადასხვა ტიპის და ვილაპარაკოთ ადგილობრივ, მათ შორის ჩუღურეთის პრობლემებზე, ასევე ვილაპარაკოთ ჩვენს ისტორიულ მისიაზე, ღირებულებებზე იმიტომ, რომ ამ პოლიტიკას თუ რამეზე სჭირდება საუბარი არის ღირებულებებზე და პრინციპებზე საუბარი," - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.

დღის ამბები