არჩევნებამდე 22 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ.
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.