27 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
გიგი უგულავამ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის კუნძულის უბანში წარადგინა. გიორგი შამუგია ოპოზიციის კანდიდატია "ევროპული საქართველოდან". 

გიგი უგულავამ ფოთის განვითარებაზე ისაუბრა და პარალელები ბათუმთან გაავლო.

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რასაც ბიზნესის ინტერესები მოყვება, ეს იყო ბათუმის სასწაული და ფოთი განვითარებისთვის საუკეთესო ადგილია. არჩეული და არა დანიშნული მერი, ძლიერი თვითმმართველობა არის განვითარების წინაპირობა," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები