16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის თაობაზე დაანონსებულ განცხადებას ეხმაურება.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს უნდა იყოს ძალიან მშვიდონიანი აქტი. 

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლას, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მართლაც გადამწყვეტი პერიოდია სახელმწიფოსთვის 2 ოქტომბერს, ჩემი ღრმა რწმენით განისაზღვრება მომდევნო 10 წლის ბედი ამ სახელმწიფოსი. როდესაც ხარ ამაში დარწმუნებული და ქვეყნის მიღმა, რა თქმა უნდა, გექნება სურვილი, რომ ჩამოხვიდე. მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი.

მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი. დიახაც, არ მიეცეს იოტისოდენა შესაძლებლობაც კი "ქართულ ოცნებას" პროვოკაციის მოწყობის და დესტაბილიზაციის დაბრალების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით. ეს აქტი იქნება ხაზგასმით მშვიდობიანი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მთავარია ჩვენ მორალურად წელში გამართულები ვიყოთ, არ მივცეთ ოლიგარქს თითის გამოშვერის შესაძლებლობა,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები