16 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"მგონია, რომ თბილისის არჩეული მერი არ უნდა იკავებდეს მთავარ პარტიულ თანამდებობას პარტიაში" - ნიკა მელია

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში, ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. როგორც ნიკა მელია ამბობს, ის პარტიაში ან სხვა პოზიციას დაიკავებს ან უბრალოდ მისი რიგითი წევრი იქნება. 

"ჩემთვის თბილისი გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკა. მეტიც, მე მგონია, რომ თბილისის არჩეული მერი არ უნდა იკავებდეს მთავარ პარტიულ თანამდებობას პარტიაში, იმიტომ, რომ გინდა-არ გინდა, შენ ხდები სუბიექტური.

არ შეიძლება ერთის მხრივ ატარებდე პარტიულ თათბირს როგორც პარტიის თავმჯდომარე და მეორეს მხრივ, პარალელურად, ქალაქის მთავრობის სხდომას. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, ძალიან ცივილური ნაბიჯია, როდესაც სხვას უთმობ. 

პარტიის თავმჯდომარე არ შეიძლება ამავე დროს იყოს დედაქალაქის მერი და დღის განმავლობაში ატარებდეს თათბირს პარტიაში როგორც თავჯდომარე და ატარებდეს თათბირს ქალაქის მთავრობის სხდომაზე,“ - აცხადებს ნიკა მელია. 

 

 

 

დღის ამბები