თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე "ქართულმა ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევას აფასებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს.
კალაძემ მის პირად რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემას, ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველა ფეხის ნაბიჯზე გრძნობს.
"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს. დაწყებული დედაქალაქიდან, სადაც პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები, ასევე ყველა დიდ ქალაქში და რაიონებში.
რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება, ყოველდღიურად ვგრძნობ ამ სიყვარულსა და პატივისცემას. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს, რადგან არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე. მაგალითად, შეიძლება ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხამს,"- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის მსგავსად, მმართველი გუნდის სხვა წევრებიც თვლიან, რომ "ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა და უალტერნატივოა ქვეყნის მართვის პირობებში. მათივე მოლოდინით, "ქართული ოცნება" პირველივე ტურში იზეიმებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
"ქართულმა ოცნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.