16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
გაოგნებული ვარ ნარკოტესტთან დაკავშირებით ისეთი განცხადებები მოვისმინე, არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გაოგნებულია დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატების იმ განცხადებებით, რომელიც ნარკოტესტის ჩაბარებას ეხება.

ამასთან, კალაძისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან ნარკოტესტის ჩაბარება და დებატები.

"დებატებზე ღიად განვაცხადე, რომ ყველასთან მზად ვარ დავჯდე დებატებზე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. რაც შეეხება ტესტს, გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე. არ ვიცი, უბრალოდ, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საზოგადოება თვითონ გააკეთებს სწორ ანალიზს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები