16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"კალაძეს ვურჩევდი ჩააბაროს ყველაზე მთავარი ტესტი, მას ელოდება დებატები ბატონ გიორგისთან" - გახარიას გუნდის წევრი

კახა კალაძის ინიციატივიდან ერთი კვირის შემდეგ ნარკოტესტი მხოლოდ მას, ინიციატივის ავტორს აქვს გავლილი. მერობის სხვა კანდიდატები მართალია ნარკოლოგიურ კვლევაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანი არ ყოფილა შემოწმებაზე. მმართველ გუნდში ეს ეჭვებს აჩენს.

პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ირაკლი მიქელაძე კალაძეს ურჩევს, ყველაზე მთავარი, გახარიასთან დებატების ტესტი ჩააბაროს.

"ყველაფერი იქნება ისე, როგორც კანონით არის განსაზღვრული. კონკრეტული, სუბიექტური პოზიციები საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა მერობის კანდიდატი გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც კანონით არის განსაზღვრული, ამას ვერავინ ვერ გაექცევა, თუმცა ბატონ კალაძეს მე ვურჩევდი, ჩააბაროს ყველაზე მთავარი ტესტი, მას ელოდება დებატები ბატონ გიორგისთან და იქ გამოჩნდება ყველაფერი - რა განსხვავებაა დღევანდელ "ქართულ ოცნებასა" და ჩვენს პარტია "საქართველოს" შორის," - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ. 

დღის ამბები