16 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცვაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართულმა ოცნებამ" თიანეთში მერობის კანდიდატი წარადგინა. ლევან წიკლაურის წარდგენა მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.

შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. მან გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც პრემიერის თქმით, უმუშევრობა და სიღარიბეა. 

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ჩვენი ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცვაზე. რჩება გამოწვევად უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც მთავარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის. ეს უმუშევრობა და სიღარიბე კარგად ვიცით მეგობრებო, რომ ეს არ დამდგარა გუშინ და გუშინწინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებებმა, უგუნურმა მმართველებმა მოიტანეს ქვეყანაში.

როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც დროებით დაკარგულ აფხაზეთსა და ოსეთში უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ აპოკალიფტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, როგორიც არის პოლიცია, ჯარი, სასამართლო. არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი, პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო. მაგრამ, ხალხი ბრძენია და ხალხი ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს. ისიც კარგად ვიცით, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", დღესაც ეს მჩაგვრელი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში. ეს არის ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა, ასეთი დესტრუქციული, რადიკალური ჯგუფების არსებობა,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

დღის ამბები