26 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
სემეკ-ის თავმჯდომარემ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

"ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს გადავეცით სიმბოლური ჯილდოები, რაც არის, ერთი მხრივ, მათი ღვაწლის და ნამსახურების გარკვეული თვალსაზრისით დაფასება. მეორე მხრივ, ეს არის სტიმული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე თითოეულ ადამიანს მივულოცო პროფესიული დღე, ვუსურვო წარმატებები," - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

დღის ამბები