16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
დაასახელოს ის პირი ან პირთა წრე, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას - "ოცნება" გახარიას გუნდიდან წასულებს ფაქტების გასაჯაროებას მოუწოდებს

"ქართულ ოცნებაში" ცოტა ხნის წინ პარტიის "საქართველოსთვის" ბრალდებებს უპასუხეს. სოზარ სუბარის განცხადებით, ბოლო დღეებია გიორგი გახარიას თანაგუნდელები ტოვებენ, ამას კი ოპოზიციური პარტია ზეწოლას უკავშირებს.

"ქართული ოცნება" კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოითხოვს.

"რამდენიმე დღეა ვუყურებთ გახარიას პარტიის ჩამოშლის პროცესს. ყოველდღე ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა საკრებულოს სიას ტოვებენ ადამიანები, რომლებმაც ზოგმა უბრალოდ არც კი იცოდა, რომ ამ სიაში უნდა ყოფილიყვნენ და ისე ჩაწერეს, ზოგი უცხოეთში იყო და არც აპირებს ქვეყანაში ჩამოსვლას და პოლიტიკაში მონაწილეობას; ზოგი ამბობს, რომ უბრალოდ მათთვის მიუღებელი იყო, რომ ის პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს და ეს აღმოაჩინეს და დარწმუნდნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან დააყენა კანდიდატურა თბილისში, თუმცა როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტეს, რომ შეაჩერონ როგორმე.

ქალბატონი ლალი შამუგია გამოვიდა, რომელიც ამბობს, რომ მასზე იყო არნახული ზეწოლა და თითქოს და ამ ზეწოლით აიძულეს, რომ დაეტოვებინა საკრებულოს სია. ეს მოხდა წალენჯიხაში. რომ დაგვარწმუნოს ქალბატონმა ლალიმ ვისგან იყო ზეწოლა, რა ზეწოლას ჰქონდა ადგილი, კარგი იქნება მან დაასახელოს ის პირი, პირები, ან პირთა წრე, რომლებიც მასზე ახდენდნენ ზეწოლას და ვაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალური სიმკაცრით იქნება ეს საქმე გამოკვლეული," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

დღის ამბები