16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნოდ თბილისის განვითარების პროგრამა წარადგინა

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" წინასაარჩევნოდ თბილისის განვითარების პროგრამა წარადგინა.

თბილისის განვითარების 6 პრიორიტეტი ასე გამოიყურება:

1.თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე

2.თბილისი - "ცოდნის და ტექნოლოგიების ქალაქი"

3.თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი

4.თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი

5.თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი

6.ქალაქის თანამონაწილეობით მართვა

"მესამე ძალის" აღმშენებლობის სტრატეგია, ასევე თბილისის ტრამვაის ქსელის აღდგენა/გაფართოებას მოიცავს, დიდი დიღმის, აეროპორტის და ლილოს მიმართულებით. 

ამასთან, პოლიტიკური პლატფორმის პრიორიტეტებია თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი სწრაფი ღია მეტრო და სატვირთო მატარებლების შემოვლითი რკნიგზის გადატანა.

 

დღის ამბები