"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, დღეს წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა მისცა, რომ გამოცხადებულ ნდობას თბილისისთვის გაკეთებული საქმეებით უპასუხებს.
წინასაარჩევნო შეხვედრა კანდიდატებმა დიდი დიღმიდან დაიწყეს. დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ, თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება.
შეხვედრები ასევე გაიმართა ვაშლიჯვრის დასახლებაში და ყაზბეგის გამზირზე.