16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" ბავშვებს უფასო გასართობ სივრცეებს ჰპირდება

"ბედნიერი ბავშვობა" - ეს "ლეიბორისტული პარტიის" ახალი წინასაარჩევნო პროგრამის სლოგანია. სიახლის შესახებ დღეს თბილისის ზოოპარკთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ისაუბრა.

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კორუფციისა და ტოტალური სიღარიბის ფონზე, ბავშვების უმრავლესობას ბედნიერებისა და განათლების უფლება არ აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, პარტია ბავშვებს უფასო გასართობ სივრცეებს ჰპირდება.

დღის ამბები