"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის რაიონის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო. გიორგი ტყემალაძე თხინვალას, ნუცუბიძის მეორე პლატოსა და ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა.