16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რა წერია რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ევროპელი კანონმდებლების ანგარიშში - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტში.

ევროპელი კანონმდებლები სწორედ მიმდინარე კვირას განიხილავს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ანგარიშს და ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ დოკუმენტში ყურადღება საქართველოსა და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციაზე გამახვილდება.

ქართველი დეპუტატები სტრასბურგის გარდა შეხვედრებს გეგმავენ ბრიუსელშიც. ვიზიტი 10 დღე გაგრძელდება.

"გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ანგარიშის განხილვის და გამოქვეყნების პროცესში და მოველით, რომ მომავალ კვირას ევროპარლამენტი დაამტკიცებს აღნიშნულ ანგარიშს, რომელშიც იქნება საკმაოდ კარგი და მტკიცე სიტყვარი საქართველოს შესახებ და დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები