ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, 8 თვის საგარეო ვაჭრობის ჭრილში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ამ პერიოდის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა.
"დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. 8 თვის საგარეო ვაჭრობა არის კვლავაც ძალაინ პოზიტიური ტენდენცია. მთლიანობაში სავაჭრო ბრუნვა 8 თვეში არის 22%-ით გაზრდილი. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას საქართველოდან ექსპერტზე.
საქართველოდან ექსპორტი აგვისტოს თვეში არის თითქმის 15%, 14,6%-ით გაზრდილი. გაფართოვდა გეოგრაფია, არეალი და შესაბამისად, 8 თვის, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა - 25,7%, ეს წინა წელთან შედარებით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი და აი წელს, პირველ 8 თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს გაზრდილია 7,2%-ით.
ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და კვლავაც ვადასტურებთ, რომ გვაქვს ძალიან კარგი შანსები წელს გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს," - განაცხადა ნათია თურნავამ.