16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" წევრების თქმით, საარჩევნო სიაში 3 900 მოქალაქიდან, 683 გარდაცვლილი პირია რეგისტრირებული

ორგანიზაცია "სამოქალაქო საარჩევნო კომისია" ცესკოს მიმართავს - მათი თქმით, ერთიან საარჩევნო სიაში 3 900 მოქალაქიდან, 683 გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი უფრო მძმეა, რადგან მათ მხოლოდ 3 900 -მდე ადამიანის გადამოწმება შეძლეს.

"3 900 მოქალაქიდან, რომელიც გადამოწმდა ერთიან საარჩევნო სიაში, დღეის მდგომარეობით გარდაცვლია და სიაში ფიქსირდება 683 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ გადამოწმებული 3 900 პირიდან 17 % -ზე მეტი გარდაცვლილია,"- აცხადებს ორგანიზაცია "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" წარმომადგენელი გიორგი მჟავანაძე/

ორგანიზაციის წევრები ცესკოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის დროს 19 სექტემბრამდე აძლევენ.

"მუვუწოდებთ როგორც ცესკოს, ასევე საარჩევნო სუბიექტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს, 19 სექტემბრამდე, ოპტიმალურად გამოიყენონ ეს დრო, რომ სიები მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალურ, ფაქტობრივ მდგომარეობას,"- აღნიშნავს ორგანიზაცია "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" წარმომადგენელი აკაკი კობალაძე.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ თუ გარდაცვლილი პირები ერთიან საარჩევნო სიაში იქნებიან, არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ისინი ვერ იქნებიან როგორც ამომრჩეველი რეგისტრირებული.

"თუკი ვინმე სიებში გარდაცვლილ პირებს აღმოაჩენს, ისინი უნდა ამოწერონ საარჩევნო სიებიდან. რომც დარჩეს რომელიმე გარდაცვლილი პირი სიაში, ვერანაირად ვერ იქნება რეგისტრირებული როგორც ამომრჩეველი და რეალური თავდამსხმელი. ამის მექანიზმი არსებობს და ამის მექანიზმს აკონტროლებს მათ შორის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენელი კომისიის წევრები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები