16 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტი მახინჯ მართლმსაჯულებას გავასამართლებინოთ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის შეწყვეტას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად შემქნილი ორგანიზაცია მხარდამჭერებს არეგისტრირებს. საერთო სახალხო მოძრაობა, მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართავს.

მოძრაობის მიზნად დასახელებულია მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად ჩამოსვლის უზრუნველყოფა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დევნა უნდა შეწყდეს.

"ამ ორგანიზაციის როლია, სახალხო მოძრაობის მიმართვა დასავლურ ინსტიტუციებს და რაოდენობრივად, დიდი რაოდენობის დახვედრა მიხეილ სააკაშვილთან. ძალიან ცხოველი ინტერესია ადამიანებისგან. ველოდი, მაგრამ ასეთს არა. ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება, თუკი ჩვენთან არ არის სამართლიანი სასამართლო, სირცხვილია ყოფილი პრეზიდენტი გავასამართლებინოთ მახინჯ მართლმსაჯულებას,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები